fbpx

სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

„სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, პიკს ორ კვირაში მიაღწევს. ამიტომ გაიდლაინებს ვახანგრძლივებთ, არაფერი იქნება იმაზე უარესი, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება მანამ, სანამ ამ გამარჯვებას მიაღწევ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა აშშ-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები, მათ შორის სოციალური დისტანცირება, ვირუსზე გამარჯვვების გზაა. დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალური დისტანცირების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაიგო, რომ „თუკი ამ ყველაფერს არ განვახორციელებდით, შესაძლო იყო, 2,2 მილიონი ადამიანი დაღუპულიყო, ახლა კი გაცილებით მცირე რიცხვი გვექნება.“

„რაც უფრო კარგად იმოქმედებთ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს კოშმარი,“ – მიმართა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება