fbpx

 სიგამხდრეში არ არის სიმართლე მხოლოდ, სხვა ბიოგრაფია სჭირდება ამას-დათო მაღრაძე სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პოეტმა დათო მაღრაძემ „იმედი Live“-ში სტუმრობისას საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის ნიშანია იმისა, რომ ევროპაში გადარჩენილია ინსტიტუტები, რომელსაც აქვს სამართლიანობის განცდა და ამბიცია, რომელსაც ჯალათს მსხვერპლად ვერ შეასაღებ. მის ოჯახს, ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, ყველას დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ… უბრალოდ ეს კაცი [სააკაშვილი] რომ გახდება, მამა გაბრიელი გახდება, თუ რა იქნება ბოლოს. სიგამხდრეში არ არის სიმართლე მხოლოდ, სხვა ბიოგრაფია სჭირდება ამას“, – განაცხადა მაღრაძემ.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება