fbpx

სერგეი ლავროვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და მისმა თანმხლებმა პირებმა აშშ-ის ვიზები მიიღეს და გაეროს გენერალურ ასამბლეას დაესწრებიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება

მანამდე Reuters-ი წერდა, რომ რუსეთმა აშშ-სგან ლავროვისა და მისი დელეგაციისთვის 56 ვიზა მოითხოვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ პასუხისმგებლობით ეკიდება ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება მას როგორც ქვეყანას, რომელიც გაეროს გენასამბლეის სესიას მასპინძლობს, თუმცა ამერიკული კანონმდებლობის თანახმად, სავიზო ჩანაწერები კონფიდენციალურია, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი დღის შემდეგ აშშ-მა სერგეი ლავროვს სანქციები დაუწესა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება