სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლისიუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმოცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვისმინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგიმათიაშვილმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადისროლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის განვითარებაშიშეტანილი წვლილისთვის.დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.ბრიგადის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმაირაკლი ჭითანავამ დროშა ოფიციალურად გადააბარა.ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვისძალების მეთაურმა, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობაგრიგოლიამ და მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი კალანდაძემ ქვეყნისტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულგმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატოიარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრობრიგადის კუთვნილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება