fbpx

სენაკსა და ქუთაისში სამხედრო მოსამსახურეების გარბენი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებით, ქალაქ სენაკსა და ქუთაისში გარბენი
გაიმართა. სენაკის მე-2 და ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებმა
ქალაქის ქუჩებში 5-კილომეტრიანი მონაკვეთი გაირბინეს.
სპორტული ღონისძიებები საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების
ამაღლებას, სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას
ისახავს მიზნად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება