fbpx

სემეკში ჰიდროენერგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ჰიდროენერგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის, მცირე და საშუალო ჰიდროენერგიის განვითარების ასოციაციის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისა (ესკო) და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები.

როგორც სემეკის ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ჰიდროელექტროსადგურების არსებული გამოწვევები, იმსჯელეს ჰიდრორესურსების რაციონალურად ათვისების უზრუნველყოფის საკითხებზე. მხარეთა შეთანხმებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ჰიდროელექტროსადგურების ოპერირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება