fbpx

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

სემეკმა 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების ტენდენციები და არსებული გამოწვევები, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სადავო საკითხების გადაწყვეტის მაჩვენებლები, საერთაშორისო პროექტებში კომისიის ჩართულობის შედეგები. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის მიმდინარეობაზე.

            „2020 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წელი იყო, რომელსაც თან ახლდა მთელი რიგი გამოწვევები. COVID19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე და არც ენერგეტიკის სექტორი ყოფილა გამონაკლისი. პანდემიამ სრულიად შეცვალა კომისიის საქმიანობის სტილი და თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. თუმცა, მრავალი გამოწვევისა და კრიზისული სიტუაციის  მიუხედავად, კომისია მთელი წლის მანძილზე აქტიურად ახორციელებდა საქმიანობას და მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო რეფორმირების პირველი წელი, რომელიც ელექტროენერგიის ბაზრის სრულ მოდერნიზებას მოიცავდა. ახალ რეალობაში კომისიის მიერ მომხმარებლებისა და ენერგეტიკის სექტორის მონაწილეების ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა უფრო დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული“, – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.

             2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნებულია  სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება