სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის,ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდდარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ სემეკში შესული მოქალაქეთა საჩირებიშეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს,გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა დასაირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას,მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევესემეკის Facebook გვერდზეც. სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელიაელექტრონული ფორმით: https://bit.ly/3QiBM2O ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება