fbpx

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 4 თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა

სემეკმა  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს  4 თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2021 წლის იანვრიდან დღემდე 19 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 146 საკითხი განიხილა. მათ შორის, განსახილველი საკითხები შეეხებოდა  მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს. საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. ამასთანავე,  კომისიის მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ბოლო 4 თვის განმავლობაში მოქალაქეების სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ჯამმა  121 725 ლარი შეადგინა.  

სემეკში განხილული მოქალაქეთა საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.  

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. 

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება