fbpx

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა.

სემეკის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა სემეკსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად მიღწეულ შედეგებს.

ღონისძიების მონაწილეებისათვის დავით ნარმანიამ წარადგინა მოხსენება ენერგეტიკული ბაზრების შესახებ. მან ისაუბრა საქართველოში ელექტროენერგეტიკის ბაზრის კონცეფციაზე, კონკურენციის მნიშვნელობაზე, ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობასა და სამოქმედო გეგმებზე.

მემორანდუმის ფარგლებში სემეკსა და აწსუს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში გახსნილია სემეკის აუდიტორია. აუდიტორია აღჭურვილია სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნებით. დავით ნარმანიას ინიციატივით უნივერსიტეტს გადაეცა და აუდიტორიაში განთავსდა ნეტო აღრიცხვის მაკეტი, რომლის პროგრამაც ასახავს მცირე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მისი ქსელში გადაცემის, ასევე ქსელიდან ელექტროენერგიის მოხმარების სრულ ციკლს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება