fbpx

სდსს: პარლამენტის შენობაში წესრიგს იცავს ჩვენი უწყება. სხვა ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლები შენობაში არ იმყოფებიან

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„აღნიშნული მედიასაშუალების ყალბი ამბავი ეყრდნობოდა დაცვის თანამშრომელთან ჩაწერილ მცირე ინტერვიუს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის წარმოადგენდა „სპეციალურ სამსახურს“. ეს პიროვნებაც და ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. პარლამენტის შენობაში სხვა ძალოვანი უწყების არც ერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა“, – აცხადებენ სდსს-ში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება