fbpx

საჯარო უწყებებს დავალება ეძლევათ გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე -ღიბრაძე

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, დღეიდან საჯარო უწყებებს და ასევე კერძო სექტორს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება ეძლევათ.

ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომის მიზნით აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც.

„საჯარო უწყებებს დავალება ეძლევათ მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს. ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომის მიზნით აცრის პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებიც, მათგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე განახორციელებენ ვაქცინაციას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება