fbpx

საჯაროდ ვაფიქსირებ მადლიერებას პრეზიდენტ მიშელის მიმართ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, ამავე დოკუმენტის ინიციატორს, შარლ მიშელს უხდის მადლობას.

„ჩვენ 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს. საჯაროდ ვაფიქსირებ მადლიერებას პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანი რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დასამშვიდებლად. მადლობას ვუხდით ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში.

ამის მიუხედავად, უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა ნაცმოძრაობამ სააკაშვილის დავალებით. კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინცაა დღეს, ესაა ნაციონალური მოძრაობა. სხვა პარტიების საერთო ჯამი არჩევნებში შეადგენს 10%-ზე მეტს.

ჩვენთვის მთავარი იყო ნაცმოძრაობის, როგორც მთავარი ოპოზიციური და დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს და შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, აშშ-ს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება