სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით
ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა
თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა
და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის
სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ
დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო
დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების
გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300
ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება