fbpx

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირისგან ქრთამის სახით იღებდნენ  ფულად თანხას.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის, ერთობლივად ან ცალ-ცალკე, თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

“ზემოხსენებული ქმედების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება