fbpx

სახელმწიფო სამ ვერტმფრენს 21 000 000 ევროდ შეიძენს

  “H145”-ის მოდელის მრავალფუნქციური სამი ახალი შვეულმფრენი, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ როგორც პოლიციური, სატრანსპორტო, ასევე სამძებრო და სამაშველო ფუნქციები მალე საქართველოს საჰაერო ძალებს შეემატება. ინფორმაციას ფრანგულ “Airbus Helicopters”-თან გაფორმებული შეთანხმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.  უწყების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან – “Airbus Helicopters”-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.  საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია “H145″-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. ” “H145” მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. “H145” წარმოადგენს “Airbus”-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება