სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე- ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ამასთანავე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებისათვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი, რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გოჩა ბერიძე.