fbpx

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ,,მთავარი არხის, მიერ პრემიერ-მინისტრის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტის შესწავლა დაიწყო

ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ პრემიერ-მინისტრის პირადი მონაცემების გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციაში

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება