საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისოკურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა”, რომელიც ამერიკელმა სამხედრომოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. საქართველოს თავდაცვისძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონისპირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედროსპეციალისტთა მომზადების პროგრამა” დაასრულა.კურსდამთავრებულებს სწავლებების წარმატებით ჩატარება საქართველოს თავდაცვისმინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სამთო მიმართულებისა დასამთო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სკოლის ხელმძღვანელობასა დაინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს სამთო სკოლისგანვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.კურსების დასრულების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგისსამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკისსაელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები (ODC)დაესწრნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება