ამ მიზნით გამოვლენილია საპროექტოდა სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია და შესაბამის ხელშეკრულებასხელი დღეს მოეწერება.ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზედედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამის თაობაზემოსახლეობასთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.„პროექტი მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივიმოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ადგილობრივმოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი, არაერთიშეხვედრა გავმართეთ. მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობამოწესრიგდებოდა. აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები არსებობს.ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება,სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის გადატანა. ამაში ჩართულია შესაბამისიკომპანიები, რათა ქალაქიდან მოშორებით განხორციელდეს ახალი პროექტი. რათქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებშიც ისდღეს არის, წარმოუდგენელი და ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა აღნიშნულ პროექტს ევროპისრეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობითგანახორციელებს.„აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისბანკთან (EBRD), რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რთულია ამტიპის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერისპეციალისტები. პროექტის ღირებულება 6,5 მლნ ევროს შეადგენს“, – განაცხადადედაქალაქის მერმა.მას ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დაკვეთით, შპს„გუმბათი ჰოლდინგი“ შეასრულებს.„კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას ხვალიდან დაიწყებს. შესაბამისიინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდიგარემოსდაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაცწლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივადგაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან, ახალიგანთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრებადა ის პრობლემა, რაც სუნს უკავშირდებოდა, მთლიანად მოიხსნება. აღნიშნულიკომპანია, „გუმბათი ჰოლდინგი“ მაქვს მხედველობაში, ბერძნულ საპროექტო დაგერმანულ მწარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა დასამუშაოების განხორციელების ვადა 12 თვეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, შესაბამისი ტენდერი EBRD-მა საერთაშორისო წესებისა დაპირობების დაცვით ჩაატარა.