„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და აღმოჩნდა მასპინძელი NationalGeographic Traveller Food Fest-ზე“-გურამ ბაღდოშვილი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთში,ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival-ზე, პირველად მიიღომონაწილეობა.საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე საქართველოს მიღწეულიწარმატების შესახებ საუბრობს შეფი გურამ ბაღდოშვილი.„საქართველო ჩამოვიდა სტუმრის სტატუსით და აღმოჩნდა მასპინძელი NationalGeographic Traveller Food Fest-ზე. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პავილიონში ბევრისხვადასხვა საინტერესო ქვეყანა თუ ობიექტი იყო წარდგენილი, ინგლისშიმასპინძლები ვიყავით ჩვენ – ქართველები. ასე გამოდის საქართველოს პავილიონზემოსული ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე. ეს ცომი, ყველი, ხორცი, ნიგოზი დამცენარეული ნაზავი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, რომდარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ახლო მომავალში. პირდაპირიფრენები ლონდონი-თბილისი თუ დაინიშნება, ვფიქრობ დაინტერესებასაქართველოს მიმართ კიდევ უფრო დიდი იქნება. ვისაც უნდა ნამდვილადიმოგზაუროს და გაეცნოს ავთენტურ ქვეყნებს, საქართველო სთავაზობს ამას ყველატურისტს, მთელ მსოფლიოს. ჩვენ არასდროს ვირცხვენთ ჩვენი ქმედებებით თავსდა ვართ ნამდვილად მასპინძლები და ინგლისშიც ვანახეთ როგორი მასპინძელიქვეყანა ვართ“,-განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა.The National Geographic Traveller Food Festival-ზე 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ფესტივალსათასობით სტუმარი ჰყავდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება