fbpx

საქართველო ამ ეტაპზე პირობებს მიიღებს და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს-რადიო ,,თავისუფლების,,ჟურნალისტი

რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის რეკომენდაციაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია.
როგორც მას ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა დაუდასტურეს, წინასწარი შეთანხმებით, შეფასებაში, რომელსაც ევროკომისია 17 ივნისს გამოაქვეყნებს, საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
იოზვიაკის ცნობით, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს სავალდებულოდ შესასრულებელ პირობებთან ერთად. ხოლო საქართველო ამ ეტაპზე პირობებს მიიღებს და მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება