საქართველოს ბაზარზე 20206 წლიდან Starbucks შემოდის. პირველი ფილიალის გახსნა ვაკეში იგეგემება. Starbucks ქსელური რესტორნის გახსნა იგეგმება „თბილისი აუთლეტ ვილიჯშიც.“
„მე არ ვარ ის პირი ვინც დაგიდასტურებთ მათი სახელით ოფიციალურად შემოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც ჩვენი სახელით შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. „თბილისი აუთლეტ ვილიჯში“ საუბარია ერთი ობიექტი გახსნაზე. ინტერესი არსებობდა კოვიდამდე პერიოდშიც, თუმცა მაშინ პროცესები პანდემიამ გააჩერა, ახლა კი დაახლოებით 1 წელია ეს სამუშაოები მიმდინარეობს.“ – აღნიშნა ცანავამ BMG-თან.
ამ ეტაპზე უცნობია რა ეღირება „სტარბაქსის“ ყავა საქართველოში.
ინფორმაციისთვის, Starbucks ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს. სტარბაქსი მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. პირველი „სტარბაქსი“ 1971 წლის 30 მარტს სწორედ ქალაქ სიეტლში გაიხსნა