საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
პაციენტები, სერვისს, სრულად უფასოდ მიიღებენ. პროგრამის მიზანი,
საქართველოში, B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და
ინფექციის გავრცელების შემცირებაა.
პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და
დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება
პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის
მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე – პაციენტებს
უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები  ქრონიკული HBV
ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი  აქვთ  ქრონიკული B
ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.
პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად, ამ ეტაპზე, არ
ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი
დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12
თვეში ერთხელ. იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის
ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში,
შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე
სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ
დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება
მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად
გაიზრდება.
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი
სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება