fbpx

საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ?-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი – წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით მაღალი ეშელონებიდან, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს ოლეგ ნიკოლენკოს. „უკრაინა – წლების განმავლობაში უდანაშაულო, მაგიდაზე “გასკოჩილ”, მცირეწლოვანი შვილების მამებს რომ “აქათამებდნენ” – მათი მფარველი რომ ხარ დღემდე: კოხტა კოდუა, ალექსანდრე “ქილერა” მუხაძე – “პოლიტიკური ნიშნით დევნილი” თურმე… არ გრცხვენიათ??? საქართველოში ფაშისტური რეპრესიული რეჟიმის არქიტექტორი, ქართულ ღირსებაზე მონადირე და მისი გამანადგურებელი, ქვეყნის საკონცენტრაციო ბანაკად გადამქცეველი, კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი რომ გყავთ თქვენი ე.წ. “მართლმსაჯულების” გამპრავებლად – არ გრცხვენიათ? წლების განმავლობაში უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ხელშემწყობ საქმიანობას რომ აწარმოებდით სახელისუფლებო მაღალი ეშელონებიდან და დღესაც, რუსეთთან ბრძოლის მაგივრად – საქართველოს წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს რომ აწარმოებთ – არ გრცხვენიათ? საქართველოს ელჩის არაერთი თხოვნის მიუხედავად ამდენი ხანი ერთხელაც რომ შეხვედრია თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის მისაღებში დღე და ღამე იგივე პეტრე ცისკარიშვილი გიზით და საქართველოს წინააღმდეგ პასკვილებს რომ გიწერთ – არ გრცხვენიათ? საკუთარი სახლების კარი რომ გვაქვს ღია თქვენი დევნილებისთვის, ყოველდღე ტონობით ჰუმანიტარულ ტვირთებს ვაგზავნით იმავე კიევში, რომლის სურსათით მომარაგებას თქვენ ვერ ახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენით ხართ დაკავებული – არ გრცხვენიათ? ეს ომიც დასრულდება და მასში რა თქმა უნდა უკრაინა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, მაგრამ თქვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობა უკვე საქართველოსთვის იქნება სამარცხვინო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება