საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ნიუ-იორკის გამოფენასა და სამოგზაურო მედია ფორუმზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ აშშ-ში უმსხვილესტურისტულ გამოფენაში New York Travel & Adventure Show მიიღო მონაწილეობა.ნიუ-იორკის გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთადწარმოდგენილი იყო ქართული კერძო სექტორი.გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრო. მაიაომიაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო PR და ავია კომპანიების,პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამერიკისტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით.New York Travel & Adventure Show-ს ფარგლებში, საქართველოს სტენდთანდამთვალიერებლებსა და უცხოელ ტუროპერატორებს საშუალება ჰქონდათგაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და ინფორმაცია მიეღოთტურისტული პროდუქტებისა და კურორტების შესახებ. სპეციალურადსტუმრებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებვიდეორგოლების ჩვენება და პრეზენტაციები მოეწყო.გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 550-ზე მეტი კომპანია დაორგანიზაცია იყო წარმოდგენილი. New York Travel & Adventure Show-ს 23 ათასზემეტი ვიზიტორი ეწვია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება