საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურისააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის – ბექა მამარდაშვილისხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და
ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან;
მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის
გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები.
საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს,
კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების
განხორციელების გზით.

CISA-ის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის
დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების
პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება