fbpx

საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე სუსმა გამოძიება დაიწყო

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება 325-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის სპეცსამსახურებს. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ უწყებაში დაუდასტურეს.

მანამდე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვისთვის არის მობილიზებული და ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში გამგზავრებაზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება