fbpx

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათაო ოფისში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათაო ოფისში ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე აღნიშნეს.🔹ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, დავით თვალაბეიშვილთან,„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ხელმძღვანელთან უჩა უჩანეიშვილთან და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ერთად დამსახურებული ენერგეტიკოსები საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.🔹საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის წოდება მიენიჭა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომელს: თემურ გოჩიტაშვილს (სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი და მრჩეველი). ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დარგობრივი პროფკავშირის ერთობლივი საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ გოგი ბერაია (ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი ნავთობოპერაციების საინჟინრო-ტექნიკურ საკითხებში) და სოსო ღუდუშაური (ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი/მთავარი გეოლოგი);🔹ნავთობისა და გაზის კორპორაცია ულოცავს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში დასაქმებულ ყველა სპეციალისტს პროფესიულ დღეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება