fbpx

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს პარიზის კონფერენციაზეPURE Meetings & Events გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთში,
პარიზში, საქმიანი ტურიზმის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
PURE Meetings & Events-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
კონფერენციის ფარგლებში, B2B ფორმატში, შეხვედრები გაიმართა
პოტენციურ პარტნიორებთან.
ბიუროს თანამშრომლებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს საფრანგეთის წამყვანი
კომპანიების წარმომადგენლებთან.
PURE Meetings & Events-ის კონფერენციაში ევროპის 600-ზე მეტი
საერთაშორისო კომპანია, სასტუმრო, ავიაკომპანია, კონგრეს ცენტი და
ტურისტული ორგანიზაცია, ასოციაცია და სააგენტო მონაწილეობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება