შეხვედრისას, აღინიშნა ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ისტორიული კავშირები და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, საპარლამენტო განზომილების მნიშვნელოვან როლს. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ნაყოფიერი საქმიანობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხს.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.