საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კომენტარი  ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ვიზიტისას მედიის კითხვებს უპასუხა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისთვის, რადგან ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა  საქართველოსთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად.

„ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ბრიუსელისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან მიმართებაში, ხშირად გამოიყენება შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ამას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს რა თქმა უნდა, ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ის განხილვები, რაც მიმდინარეობს ბრიუსელში, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად”. – განაცხადა  მაკა ბოჭორიშვილმა.


გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება