fbpx

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ- აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე აცხადებენ, რომ აუცილებელია დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფა:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამინის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცოხლის ხელყოფის მცდელობა.

სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება