საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება

„მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ.
საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე („ტვიტერი“).

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება