fbpx

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ხვდება

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს მართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში.

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება