მთავრობის მეთაურმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა.
საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.
საიუბილეო საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.