საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ 2026 წლის გახსნის ცერემონიაზე ახალგაზრდებს მიმართა

გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო.

საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს სხვადასხვა პროფესიებში წარმატებული ადამიანები და შეგვიძლია მათგან ვისწავლოთ ბევრი რამ. ყველასთვის ალბათ ცნობილია ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თავის პროფესიაში არის წარმატებული ფეხბურთელი, მაგრამ ყველასათვის მნიშვნელოვანი არის რა – ის, რომ ის არის წარმატებული ქართველი პიროვნება, სწორედ იმ ღირებულებებით განმსჭვალული, რომელსაც იცავდნენ ჩვენი წინაპრები და თითოეული ჩვენგანი ვეზიარებით ხოლმე ამ ღირებულებებს. ამ ღირებულებებით განმსჭვალულები უნდა ვიყოთ წარმატებულები ჩვენს პროფესიებში. აი, ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ვიყოთ უფრო ძლიერი სახელმწიფო“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დასასრულს, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა ახალგაზრდებს „ჯარის ბანაკის“ გახსნა და აღნიშნა, რომ ბანაკში გატარებული დრო მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მეტად მიზანდასახულ და დისციპლინირებულ მოქალაქეებად აქცევს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება