საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა.

 

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დარგობრივი თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

 

ამასთანავე, შეხვედრაზე ისაუბრეს მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.

 

ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე.

ასევე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება