– გაბლატავდა ასე ეხმაურება „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, კონსტიტუციის დამრღვევი არაქალის საფრანგეთში ვიზიტს, რომელიც როგორც აღმოჩნდა, მთავრობის ადმინისტრაციასთან კვლავ არ იყო შეთანხმებული:
„შერიგება უნდა ვითომ ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი „გაბლატავდა“ და, ზოგადად, როგორც უნდა, ისე იქცევა აწი, რადგან, მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, მშვიდობის ფორუში მონაწილეობის მისაღებად, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საფრანგეთში გუშინ გაემგზავრა.