fbpx

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში დაიწყო. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავს.

კერძოდ, რამდენიმე წუთის წინ დელეგაციის წევრები თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ამ წუთებში კი შეხვედრები იწყება საგარეო და თავდაცვის კომიტეტებში.

ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ლორდთა პალატის სპიკერ ჯონ მაკფოლთან, ასევე, თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების წევრებთან გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ ჯონათან ჯანოღლისთანაც და საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო საკითხებში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ დევიდ ქუერის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ კრის ჰიტონ-ჰარისს, ლონდონის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ რიჩარდ ბერჯს და Westminster Foundation for Democracy-ის აღმასრულებელ დირექტორ ენტონი სმიტს შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ადგილობრივ ექსპერტებთან, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებთან და ქართველ სტუდენტებთანაც გამართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება