fbpx

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

და „თავისუფლება“ არ არის მხოლოდ სიტყვები. ამ სიტყვებთან დაკავშირებულია ბრძოლა, მსხვერპლი, ტკივილი და დიდი სიხარულიც. ჩვენი ვალია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამაც გაიაზროს, რომ დამოუკიდებლობა ჩვენთვის არავის უჩუქებია, რომ მას მუდმივად ესაჭიროება დაცვა და განმტკიცება.

საკუთარი თავის შეცნობა მართლაც მტკივნეული აღმოჩნდა და კარგად გამოჩნდა, ვინ რას უწოდებს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სწორად გაგვიგია, სწორად შეგვიცნია რა არის საქართველო, რა არის მისი სული და ღერძი.

ჩვენ ამაყი და შეუდრეკელი ერი ვართ, გონიერი და სრულფასოვანი. ამიტომაც ვართ აქ დღეს, ერთმანეთის მხარდამხარ ჩვენი სამშობლოს სამშვიდობოს გასაყვანად.

მინდა, აქ მოსულ თითოეულ ადამიანს, დიდსა და პატარას, ქალსა და კაცს, ერსა და ბერს, საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მოქალაქეს დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლების დაცვისათვის.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება