fbpx

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 36-10 დაამარცხეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება