საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მატუშ ბუშოვსკის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთთან ურთიერთპატივისცემასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ მჭიდრო პარტნიორობას.
განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების შემდგომი გაფართოების და არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.