fbpx

საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

საქართველოს კანონი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

  1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის
    მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და
    უცხოური გავლენის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ
    სხვა საკითხებს.
  2. ეს კანონი არ ზღუდავს ამ კანონის საფუძველზე უცხოური გავლენის
    აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას.
    მუხლი 2. უცხოური გავლენის აგენტი
  3. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური გავლენის აგენტი არის:
    ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ
    არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის
    „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს
    ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი
    კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით
    გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული
    წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო
    უცხოური ძალაა;
    ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
    ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
    მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ
    შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ
    „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ
    მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული
    რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
    გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან
    ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ
    საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული
    მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ
    შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი
    ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან
    მიღებული შემოსავალი;
    დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან
    ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო
    ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ
    ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული
    წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო
    2
    უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან
    ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ
    საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
  4. ამ მუხლის მიზნებისთვის „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა
    და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი
    მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის
    ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.
  5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე
    პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ
    აღნიშნულ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი
    ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი
    ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე.
  6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე
    პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული
    შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:
    ა) აღნიშნულმა სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ
    მიიღო შემოსავალი;
    ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ
    იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან
    არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
    გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
    მუხლი 3. უცხოური ძალა
    ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის:
    ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
    ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
    გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს
    კანონმდებლობის საფუძველზე;
    დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია,
    კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება,
    რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო
    სამართლის საფუძველზე.
    მუხლი 4. სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია
  7. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ
    უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მის მიერ ამ
    კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის
    თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის  იუსტიციის სახლის
    მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს
    იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის
    იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ  სააგენტო)
    განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე. ამ
    შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში
    უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა
    3
    შეძლოს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის
    (შემდგომ  განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის
    მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.
  8. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე
    სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად,
    საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს
    და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.
  9. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად
    განაცხადის ავტორის საფინანსო დეკლარაციაც არის, ასახოს შემდეგი ინფორმაცია
    (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში):
    ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
    ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი;
    გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი;
    დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის
    განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის
    მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ;
    ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის
    განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და
    მიზნობრიობის შესახებ;
    ვ) განაცხადის შევსების თარიღი.
  10. სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო
    დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს განაცხადი, რისთვისაც საქართველოს
    იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის
    შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
    თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ
    უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და
    სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია, მისთვის განაცხადის
    წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური
    გავლენის აგენტად და აღრიცხოს იგი უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში. თუ
    განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო
    განაცხადის ავტორს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის
    აღმოსაფხვრელად. განაცხადის ავტორი ვალდებულია, ამ ვადაში აღმოფხვრას
    ხარვეზი. სააგენტო ვალდებულია, ამ ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში
    დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური გავლენის აგენტად და აღრიცხოს
    იგი უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში, თუ განაცხადის ავტორი
    აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური გავლენის აგენტის
    კრიტერიუმებს.
  11. სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისა და უცხოური
    გავლენის აგენტთა რეესტრში აღრიცხვისათვის საფასური არ გადაიხდევინება.
  12. სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისა და უცხოური
    გავლენის აგენტთა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას
    ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
    4
    მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური
    გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა
  13. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით
    გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, სუბიექტის
    უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს ამ სუბიექტის
    მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი
    პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, ხოლო არსებობის შემთხვევაში 
    აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, მისი სხვა სადამფუძნებლო
    დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის
    სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
  14. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა.
    სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება
    და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
    მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია
  15. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი
    ვალდებულია, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის წლის ყოველი
    შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის
    მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს
    საფინანსო დეკლარაცია, რომელშიც მან სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს
    სააგენტოსთვის მისი წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით არსებული, ამ
    კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასეთი
    ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). სააგენტო ვალდებულია, მისთვის
    აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში
    გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია, რისთვისაც
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება
    აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის,
    პერსონალური მონაცემი. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად
    ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ უცხოური
    გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის
    ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, ამ
    ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი.
  16. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო
    დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია,
    დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო
    ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
  17. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის
    წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს
    იუსტიციის მინისტრი.
    მუხლი 7. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის
    რეგისტრაციის გაუქმება
  18. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც წინა
    კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აღარ აკმაყოფილებს
    5
    ამ კანონის მე-2 მუხლით დადგენილ უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს,
    უფლება აქვს, სააგენტოსთვის ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული
    საფინანსო დეკლარაციის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი
    განცხადებით (მატერიალური ფორმით) მიმართოს საქართველოს იუსტიციის
    სამინისტროს და მოითხოვოს მისი უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის
    გაუქმება. ამ შემთხვევაში 30 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის
    სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი საკითხის სათანადო გამოკვლევისა
    და შესწავლის საფუძველზე იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით,
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება
    აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის,
    პერსონალური მონაცემი.
  19. სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის გაუქმების
    შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, ეს
    სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრიდან
    და შესაბამისი ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ
    კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები.
  20. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა
    და ქვეყნდება სათანადო ვებგვერდზე.
  21. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის
    რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
    მუხლი 8. მონიტორინგი
  22. უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე
    მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
    უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა
    და შესწავლა  მონიტორინგი (შემდგომ  მონიტორინგი).
  23. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
    ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი
    პირის გადაწყვეტილება;
    ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი
    განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან
    დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.
  24. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
    სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
    მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი.
  25. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება
    დასაშვებია 6 თვეში მხოლოდ ერთხელ.
  26. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს
    ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილ უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს,
    მაგრამ მან უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო
    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის
    მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს აღნიშნულ სუბიექტს უცხოური
    გავლენის აგენტად, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-11 მუხლის
    პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში
    6
    აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის
    მოთხოვნათა დაცვით წარუდგინოს სააგენტოს განაცხადი.
  27. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
    მუხლი 9. პასუხისმგებლობა
  28. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ
    კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე
    მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა 
    გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
  29. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამავე
    კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით
    გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან
    ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის წარდგენის
    ვალდებულების შეუსრულებლობა 
    გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
  30. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ან ამ პუნქტით გათვალისწინებული
    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის
    ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის/სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-2
    პუნქტით გათვალისწინებული ქმედების შესაბამისი ადმინისტრაციული
    სახდელის დადებიდან 1 თვის შემდეგ ჩადენა 
    გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
  31. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
    სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს საქართველოს იუსტიციის
    სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული
    სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს
    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო
    საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
  32. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ
    ათავისუფლებს შესაბამის სუბიექტს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან.
  33. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი
    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს ამ
    ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან მხოლოდ 6 წლის
    განმავლობაში.
    მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
  34. ამ მუხლის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში:
    ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ
    კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ
    სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა;
    ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ
    კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა
    ღონისძიებები.
  35. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
    სუბიექტი, რომელიც 2022 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით
    7
    აკმაყოფილებს იმავე მუხლით დადგენილ უცხოური გავლენის აგენტის
    კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო
    სამართლის იურიდიული პირის  იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით
    (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის
    აგენტად დარეგისტრირების თაობაზე, რის შემდეგაც ხორციელდება ამ კანონის მე4 მუხლით დადგენილი პროცედურები.
    მუხლი 11. კანონის ამოქმედება
  36. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველიმე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის
    მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
  37. ამ კანონის პირველიმე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი
    ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება