fbpx

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის
სპორტული ტურნირი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებს შორის
სპორტული ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრები გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე
გაიმართა და მას თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედრო
მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში – ქართულ ჭიდაობაში, ფრენბურთსა და
მინი ფეხბურთში შეეჯიბრნენ.
ქართულ ჭიდაობაში და მინი ფეხბურთში პირველი ადგილი I ქვეითმა ბრიგადამ დაიკავა,
ფრენბურთში კი გამარჯვებული V საარტილერიო ბრიგადა გახდა. გამარჯვებულ გუნდებს
თასები და მედლები გადაეცათ. სპორტული ტურნირი თავდაცვის ძალებში აღმოსავლეთის
სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება