საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ახალ ატაშესა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალ უფროსს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის თავდაცვის
ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯონათან ადამსთან და აშშ-ის თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის ოფისის (ODC) ახალ უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდთან
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ახლადდანიშნული ატაშე და ODC-ის უფროსი
თავდაცვის მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა
ალან პერსელმა წარუდგინა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ჯონათან ადამსსა და ვიცე-
პოლკოვნიკ ენდრიუ ანდერვუდს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება