fbpx

საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა ტალინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

ესტონეთში, ტალინის ბოტანიკურ ბაღში სხვადასხვა ქვეყნის ბუნებისა და
კულტურის დღეები იმართება. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და
ამავე წლის დეკემბერში დასრულდება.
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა, თბილისის მერიისა და ესტონეთში
საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ტალინში გამართულ მასშტაბურ
გამოფენაში – „მცენარეთა სამეფოს საელჩო“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ბაღის
ეთნობოტანიკური კოლექციიდან ხორბლების ენდემური კოლექცია და ქართული
ღვინო წარადგინა.
დღეისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ეთნობოტანიკის
სადემონსტრაციო კოლექციებში დაცულია საქართველოში გავრცელებული
ხორბლის 53 ნიმუში, მათ შორის ხუთი – საქართველოს ენდემი.
გამოფენა მიზნად ისახავს იმ ქვეყნების ბუნებრივ გარემოსა და კულტურაზე
ყურადღების გამახვილებას, რომლებსაც აქვთ საელჩო ესტონეთში. ასევე,
ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების დაცვის
მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და ტალინის
ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომელსაც
ხელი საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე
თინათინ ბარბლიშვილმა მოაწერა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება