fbpx

საქართველოს ეროვნული გვარდიის ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ეროვნული გვარდიის ასმეორე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა ვიცე პოლკოვნიკმა, ჯაბა მუხურაძემ დეტალურად განმარტა ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები, რეზერვის შევსების წყაროები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

ჯაბა მუხურაძე-,,სარეზერვო შენაერთი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი დასაყრდენი ნაწილია. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს იარაღის მოხმარების წესები და კრიზისულ მდგომარეობაში სიტუაციების მართვა.”

სარეზერვო საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის მერმა. დავით ბახტაძის განმარტებით, ,,პროგრამა ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.”

რამდენიმე მსურველი დღესაც დარეგისტრირდა სარეზერვო პროგრამაში. მეტი ინფორმირებისთვის, მერმა თავის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაავალა, სამხედრო აღრიცხვიანობის და გაწვევის სამაახურთან კოორდინირებით, მოახდინოს მაურველთა რეგისტრაცია.

ასევე მერიისა და ჯეო ჰოსპიტალსის ერთობლივი პროგრამოს ფარგლებში დაანონსდა უფასო სამედიცინო გამოკვლევები, რომელიც ყველა სოფელში, გრაფიკით ჩატარდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება