fbpx

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია „Masdar”-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს.

შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ და „Masdar“- ის ერთობლივი პროექტის „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს.

„ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ საპროექტო დადგმული სიმძლავრე 96 მგვტ-ი იქნება. მისი მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირებას და მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები როგორც პროექტის მშენებლობის, ასევე ოპერირების დროს.

კომპანია „Masdar”-ის დირექტორთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი ჯაბა ხმალაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება