fbpx

საქართველოს დასაკარგი მოქალაქეები არ ყავს – პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

საქართველოს დასაკარგი მოქალაქეები არ ყავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმრა.

“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ გორის მახლობლად დატრიალდა. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს. ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ დასაკარგი მოქალაქეები არ გვყავს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ”,. – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ,, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევისას ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 6 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობლილო მიმართულებით თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

ცნობისთვის, „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში დღეს დილით კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება